27 ნოემბერი 2026,   11:31
ვრცლად
შტორმი, წვიმა და ძლიერი ქარი - აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატები სტიქიური უბედურების ზონაა

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატები სტიქიური უბედურების ზონაა. შტორმი, წვიმა და ძლიერი ქარი პენსილვანიას, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკს, მერილენდს, ვირჯინიასა დ ვაშინგტონს დაატყდა თავს.

ნიუ-ჯერსის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები.

მასშტაბური შეფერხებებია ენერგოსისტემაში, ქვეყნის მასშტაბით 850 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

დღის ამბები