ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 სექტემბერს გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქ ბიზნესმენს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.