02 მაისი 2024,   10:41
ვრცლად
მაჟორიტარული სისტემის გაუქმება შესაძლოა, კიდევ გადაიდოს - ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს

მაჟორიტარული სისტემის გაუქმება შესაძლოა, კიდევ გადაიდოს. საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღი ღიაა. უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, პარლამენტმა საარჩევნო სისტემა არა 2020 წლისთვის, არამედ შემდგომი არჩევნებისთვის შეცვალოს.

სწორედ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გადავადება შეიძლება, გახდეს ოპოზიციისთვის კომისიის დატოვების საფუძველი. საპარლამენტო უმცირესობამ ვადებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისგან გარანტიები მოითხოვა.

პროპორციული სისტემის ამოქმედებას დაუყოვნებლივ მოითხოვენ სამოქალაქო სექტორში. დაპირებულ თარიღთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან კვლავ დისკუსიის გახსნა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

საარჩევნო სისტემის შემოთავაზებული ვერსია პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას, გადაუნაწილებელი მანდატების კი პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის გადაცემას ითვალისწინებს. ასევე ღიაა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმების ვადები.

ბოიკოტის გამოცხადებამდე 15-მა პარტიამ ვადა კომისიას 15 აპრილამდე მისცა, თუმცა ოპოზიცია პროტესტის დაწყებას ვადაზე ადრე აპირებს.

დღის ამბები