02 მაისი 2024,   10:18
ვრცლად
პოლიტიკაზე მაღლა მდგომი პრეზიდენტი რას ნიშნავს, რელიგიურ ლიდერს ვირჩევთ? - გიორგი აბაშიშვილი

„პოლიტიკაზე მაღლა მდგომი პრეზიდენტი რას ნიშნავს, რელიგიურ ლიდერს ვირჩევთ?“ - ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, ქვეყანაში საზოგადოებას ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებს და პრეზიდენტის სიმაღლესა და სხვა მსგავს მახასიათებლებზე საუბარი მიუღებელია.

„პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე უმაღლეს თანამდებობის პირები აკეთებენ განცხადებებს, რომ პრეზიდენტი კარგად თუ არ მოიქცევა და რაღაც განცხადებებს გააკეთებს, ან ასე ის იქნება, ან ისე. ახლა ამაზე ჩვენ სერიოზულად ვსაუბრობთ?“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ყველაზე ხშირად სწორედ პრეზიდენტს ახსენებენ.

„არანაირი წინასწარი მზადება არჩევნებთან დაკავშირებით და არანაირი წინასწარი განცხადება, რომ ის შემდგომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, არ გაკეთებულა. ასე რომ, მარგველაშვილის კომპლექსი არის მოსახსნელი ამ საკითხიდან,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები