02 მაისი 2024,   10:46
ვრცლად
ადამიანმა თუ მოგპარა ძალაუფლება, ის მოგპარავს მერე ყველაფერს - მამუკა კაციტაძე

„ყველა პრობლემა სათავეს იღებს იქ, სადაც ხდება ხელისუფლების მოპარვა და ძალაუფლების უზურპაცია,“ - ეს განცხადება ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებზე და ძალაუფლების გადანაწილებაზე საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე ადრე თუ გვიან აისახება.

„ადამიანმა თუ მოგპარა ძალაუფლება, ის მოგპარავს მერე ყველაფერს,“ - განაცხადა მამაუკა კაციტაძემ.

მან საკონსტიტუციო კომისიის მთავარ უარყოფით მხარეს გაუსვა ხაზი.

„მთავარი მინუსი, რაც აქვს დღევანდელ საკონსტიტუციო კომისიას, ეს არის ნულოვანი კონსესუსი არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მან პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო კომისიაში უმრავლესობისთვის მოსაწონი საარჩევნო სისტემა არასაპარლამენტო პარტიებისთვის პრობლემებს შექმნის.

„ის კვალიფიციური სუბიექტები, რომლებიც დღეს 1000 ხელმოწერით ჩაერთვებოდნენ არჩევნებში, ახლა ვალდებულები ხდებიან, რომ 30 ათასი ხელმოწერა მოაგროვონ,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ახალი კანონით პოლიტიკურ პარტიებს ხელოვნურ ბარიერს შეუქმნის. მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ხელმოწერების შეგროვების გარეშე მხოლოდ დღეს პარლამენტში არსებული პარტიებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

არჩევანის სტუდიაში მხარეებმა პრეზიდენტის კანდიდატის დასახლების წესზეც იკამათეს.

დღის ამბები