02 მაისი 2024,   10:32
ვრცლად
არჩევნების პროპორციული სისტემა მისასალმებელი იქნებოდა, უმრავლესობა ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებას რომ არ განაგრძობდეს - ირაკლი აბესაძე

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მთავარი მიზანი ამომრჩევლის ნების პირდაპირპროპორციულად პარლამენტში მანდატების რაოდენობაზე ასახვაა.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი აზრით, დღევანდელი ცვლილებები მისასალმებელი იქნებოდა, რომ ქართული ოცნება სხვა მუხლების საშუალებით ძალაუფლების შენარჩუნებას და ყველა გზით ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებას რომ არ განაგრძობდეს.

„სტაბილურობას ქმნის რეალური ამომრჩევლების მხარდაჭერა, რომელიც ქართულმა ოცნებამ უნდა მოიპოვოს მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მაგრამ ის ფანტავს ამ მხარდაჭერას,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, გაუნაწილებელი მანდატები პირდაპირ პირველ ადგილზე გასულ პარტიასთან მიდის, რაც უსამართლობაა.

ირაკლი აბესაძე მიუღებლად მიიჩნევს, რომ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნოდ ბლოკის შექმნა დაშვებული არ იქნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები