02 მაისი 2024,   20:41
ვრცლად
მსგავსი ნაბიჯები არ არის მომართული კონფლიქტების მოგვარებისკენ - სოფო ქაცარავა ლავროვის სოხუმში ვიზიტზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა, სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტს და ე.წ. საელჩოს გახსნას საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს.

„საერთაშორისო სამართლის დარღვევა არის ეს და რა თქმა უნდა, მსგავსი ნაბიჯები არ არის მომართული კონფლიქტების მოგვარებისკენ. ამის ფონზე და ბოლო დროს განსაკუთრებით განვითარებული მოვლენების ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშვნა იმისა, თუ როგორი მხარდაჭერა მივიღეთ და გრძელდება ეს მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

სოფო ქაცარავამ აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იდგეს. 

დღის ამბები