02 მაისი 2024,   20:03
ვრცლად
ჟურნალ "ტაიმის" მკითხველებმა მიმდინარე წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელეს

ჟურნალ ტაიმის მკითხველებმა მიმდინარე წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელეს. გამოკითხულთა უმრავლესობამ პირველი ადგილი ფილიპინების პრეზიდენტს როდრიგო დუტერტეს მიაკუთვნა.

ფილიპინების პრეზიდენტმა გამოკითხვის შედეგად 5 პროცენტი მოაგროვა, სამ-სამი პროცენტით კი შემდგომ პოზიციებზე არიან კანადის პრემიერი ჯასტინ დრიუდო, რომის პაპი ფრანცისკე, მაიკროსოფთის დამფუძნებელი ბილ გეითსი და ფეისბუქის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი.

პოლიტიკოსებს შორის 100 კაციან სიაში ასევე მოხვდნენ დონალდ ტრამპი, ანგელა მერკელი, ტერეზა მეი და ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ხმების მხოლოდ 2 პროცენტი მოაგროვა. გამოკითხვის საბოლოო შედეგებს თაიმი 10 აპრილს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები