02 მაისი 2024,   21:10
ვრცლად
რეფერენდუმი თურქეთში - საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ დრომდე უცნობია

თურქეთის რეფერენდუმზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ჯერ უცნობია. არც პრემიერს და არც პრეზიდენტს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე თავისი პოზიცია არ გამოუხატავს. რეფერენდუმის შედეგებზე თბილისში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საუბრობს.

მმართველი გუნდიდან დღეს განცხადება მხოლოდ პარლამენტში გაკეთდა. ოპოზიცია ხელისუფლებას სტრატეგიულ პარტნიორთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავებისკენ მოუწოდებს.

ანალიტიკოსები კი ყურადღებას იმ ფაქტს უთმობენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებების გაზრდის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ძალიან მცირე, მხოლოდ 3 პროცენტამდე, სხვაობაა.

სპეციალისტების აზრით, დასავლეთისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ერდოღანის კიდევ ერთი ინიციატივა, სიკვდილით დასჯის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება იქნება.

რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე რამდენიმე დღე რჩება, მაგრამ, სავარაუდოდ, წინასწარი მონაცემები აღარ შეიცვლება.

დღის ამბები