02 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს მისი ადვოკატები მატროსოვის დაწესებულებაში ხვდებიან

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს ამ დროისთვის მისი ადვოკატები მატროსოვის დაწესებულებაში ხვდებიან. მამა გიორგი მამალაძის განცხადებით, მან იცის ვინც ჩადო ციანიდი ბარგში და რომ ეს არ ყოფილა პროკურატურა. 

მამალაძის უფლედამცველებიც ადასტურებენ ამ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ციანიდი პროკურატურამ არა, თუმცა სხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ჩადეს ბრალდებული დეკანოზის ბარგში.

თუ რომელ უწყებას გულისხმობენ კონკრეტულად ადვოკატები, ისინი ამაზე არ საუბრობენ.

მამა გიორგი მამალაძესთან შესვლამდე, ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ საქმის წინასწარი გამოძიების ეტაპზე მტკიცებულებების მოპოვებაში გამოძიებას ეხმარებოდა რამდენიმე სასულიერო პირი, თუმცა კონკრეტულად ვინ არიან ისინი, ადვოკატი არ საუბრობს.

„უშუალოდ ციანიდის ჩადების ნაწილში სასულიერო პირებს ჩვენ არ ვვარაუდობთ. ჩვენ სასულიერო პირებს ვვარაუდობთ იმაში, რომ ამ ყველაფერში მიიღეს მათ მონაწილეობა, რამდენიმე სასულიერო პირმა. ქორეპიკოპოსზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოა, როცა ირაკლი მამალაძის ყოველ განცხადებას ბატონი მეუფე იაკობის განცხადებები ემთხვევა,“ - აცხადებს ფანცულაია.

მატროსოვის ციხეში, ბრალდებულ დეკანოზთან შეხვედრაზე იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი. დაკავებულმა დეკანოზმა სტრასრბურგში გასაგზავნ სარჩელზე ხელი რამდენიმე წუთის წინ მოაწერა. 

არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავად ადვოკატებსაც მიაჩნიათ, რომ პროკურატურა და ადვოკატები იმყოფებიან არათანაბარ პირობებში, გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე. მათ არაერთხელ მიმართეს საგამოძიებო უწყებას გაუთქმელობის პირობის მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა მათ ამაზე უარი მოუვიდათ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს.

„დღეს ხელი მოეწერა საჩივარს, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გაიგზავნება ადამიანის ევროპულ სასამართლოში. საჩივარი ხვალისთვის ალბათ უკვე გაიგზავნება,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძემ.

 

 

დღის ამბები