02 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
რუსეთში ტერორიზმში 2 ეჭვმიტანილი პირი მოკლეს

რუსმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილები მოკლეს. ძალოვანების ცნობით, ორივე მათგანი შუააზიელი ახალგაზრდაა და ტერაქტების მოწყობას რუსეთის ტერიტორიაზე გეგმავდა.

ანტიტერორისტული ოპერაცია ქალაქ ვლადიმირთან ჩატარდა. ეჭვმიტანილებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც თავშესაფარი სპეცრაზმელებმა შტურმით აიღეს.

უწყების ცნობით, მოკლულებს საერთაშორისო ტერორისტულ ქსელთან ჰქონდათ კავშირი. მათი ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილია ბომბის დასამზადებელი ნივთიერებები და დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი.

კიდევ ერთი ოპერაცია კრასნოდარის ოლქში ჩატარდა. ძალოვანებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილების ჯგუფი დააკავეს და ასაფეთქებელი ნივთიერებები და ექსტრემისტული ლიტერატურა აღმოაჩინეს.

დღის ამბები