02 მაისი 2024,   09:04
ვრცლად
ვახტანგ გომელაურის ანგარიში ჩხუბის ფონზე - დაპირისპირებების სერია პარლამენტში

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში პარლამენტში ჩხუბის ფონზე წარიმართა. დაპირისპირებების სერია სხდომათა დარბაზში დაიწყო, როდესაც საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრს, ემზარ კვიციანსა და ფრაქცია ევროპული საქართველოს წარმომადგენელს, გიგა ბოკერიას შორი კამათი შედგა. ემზარ კვიციანმა დეპუტატებს კალამი და წყლით სავსე ჭიქა ესროლა.

მოგვიანებით დაპირისპირებამ სადეპუტატო ოთახში გადაინაცვლა, რის შემდეგაც ოთარ კახიძემ პარლამენტი შუბლის დაზიანებით დატოვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმცირესობის წარმომადგენელსგიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის წევრსვანო ზარდიაშვილს შორის კამათი მოხდა. 

ამ საკითხზე კომენტარი ვანო ზარდიაშვილმა მოგვიანებით გააკეთა. მისი თქმით, დეტალებზე მან უნდა ისაუბროს, ვინც საფერფლე ისროლა და ასევ მან, ვისაც ეს საფერფლე მოხვდა. დეპუტატის თქმით, მისთვის ახლა მთავარი დეპუტატ ოთარ კახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

დაპირისპირებამ დღეს პარლამენტის დღის წესრიგის მთავარი თემა გადაფარა. ინციდენტების გამო, ვახტანგ გომელაურის მოხსენების მოსმენის პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

სუს-ის ხელმძღვანელი პარლამენტში 25 გვერდიანი ანგარიშით მივიდა, თუმცა სხდომაზე დეპუტატებს დოკუმენტის შემოკლებული ვარიანტი წარუდგინა. სუს-ის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსული სამხედრო კონტიგენტი ქვეყნის მთავარ საფრთხედ დაასახელა.

დახურულ რეჟიმში საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელების პოლიტიკური გამოსვლებით გაგრძელდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებმა სხდომა დატოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები