02 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
კონსტიტიუციის ახალი პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ხმოსანი აირჩევს

საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირების პროცესი გრძელდება. კომისიის დატოვების შესახებ განცხადებას ხვალ სავარაუდოდ ევროპული საქართველოც გააკეთებს. დღეს კი უკვე წასულთა სიას პატრიოტთა ალიანსი და ის პარტიებიც შეუერთდნენ, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოში არიან გაწევრიანებული. პროტესტის მორიგი ტალღის მიზეზი კი, დღეს გასაჯაროებული დოკუმენტი გახდა.

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უქმდება, თუმცა ამოქმედების ვადები მითითებული არ არის. რაც ნიშნავს იმას, რომ დამტკიცების შემდეგ კონსტიტუციის ახალი ნორმა უახლოეს არჩევნებზე შევა ძალაში და პრეზიდენტს უკვე 2018 წელს არა ხალხი, არამედ 300 ხმოსანი აირჩევს. პროექტით ასევე დაუკონკრეტებელია, როდის გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა.

დოკუმენტში ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელი თითქმის ყველა ნორმა უცვლელადაა, მათ შორის, ძალაში რჩება 5%-იანი ბარიერი, გაუნაწილებელი მანდატები კი, გამარჯვებულ პარტიას ერგება.

ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერი მაინც გაჩნდა. მმართველი გუნდის მტკიცებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს უზრუნველყოფს და ნორმების შემუშავებისას კომისიამ საუკეთესო პრაქტიკა გაითვალისწინა.

ოპონენტების ბოიკოტი, ხელისუფლების მტკიცებით, ქვეყნის მთავარ დოკუმენტს ლეგიტიმაციას ვერ მოაკლებს.

დღის ამბები