27 აპრილი 2024,   10:12
ვრცლად
მერაბ ღოღობერისძისგან ბათუმის მოვლენების უკან მდგომი პირების დასახელებას ელიან - საპარლამენტო ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით, ერთ-ერთი დაკავებულისთვის, მერაბ ღოღობერიძისთვის პროკურატურის მიერ შესაძლო საპროცესო გარიგების შეთავაზებას აფასებს. მათი აზრით, მერაბ ღოღობერიძე ბათუმში მნიშვნელოვან უწყებებში მნიშვნელოვანი საკითხების კურსშია და სწორედ ამის გამოყენება სურთ.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ვერსიით, მერაბ ღოღობერიძეს საპროცესო შეთანხმებას ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების სახელებისა და გვარების დასახელების სანაცვლოდ სთავაზობენ.

„ხელისუფლება ეძებს განტევების ვაცს. მერაბ ღოღობერიძისგან მოლოდინი არსებობს იმისა, რომ ის უკვე გაბრაზებული დაასახელებს რეალურ იმ პირებს, ვინც იდგა ამის უკან,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მირდატ ქამადაძემ.

ევროპულ საქართველოში კი ფიქრობენ, რომ აუცილებელია იმის დადგენა, თუ ვისი ორგანიზებით მოხდა 11-12 მარტის საშინელი მოვლენები ბათუმში.

„სახელმწიფოებრიობისთვის საშიში მოვლენა გადაიქცა 2 უწყებას შორის შიდაუწყებრივი დაპირისპირების ტატამად ერთგვარად, ამიტომ ეს საქმე, მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე იყოს გამოძიებული,“ - განაცხადა პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს სპიკერმა, ირაკლი კიკნაველიძემ.

პროკურატურას აღნიშნულზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები