27 აპრილი 2024,   03:38
ვრცლად
ხელისუფლების ინიციატივა - საჯარო მოხელეებს კონკრეტულ კლასებს მიანიჭებენ

მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს კატეგორიებად ყოფს. შესაბამისად, დანამატები ამ სისტემით მიღებული შეფასებით განისაზღვრება.

ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ საჯარო მოხელეებს კონკრეტული კლასები უნდა მიანიჭონ, რაც მათ შრომისუნარიანობასა და მოტივაციას გაზრდის. პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოხელეები შესაბამისს დანამატს მიიღებენ. სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი მაღალ კლასში გადასვლის უფლებას მხოლოდ საკუთარი შრომის შედეგებიდან გამომდინარე მოიპოვებს.

სახელისუფლებო გუნდის ცალკეული წევრები ფიქრობენ, რომ ამ დადგენილების ამოქმედება საჯარო მოხელეებისთვის ზედმეტი დისკომფორტია.

მთავრობის მიერ მომზადებულ დადგენილებაში სხვა მოტივაციას ხედავენ ოპოზიციის წევრები. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლება დანამატების გაცემის წესის გამართლებას ცდილობს.

მთავრობის მიერ მომზადებული დადგენილება საჯარო მოხელისთვის კლასის მინიჭების შესახებ ძალაში პირველი ივლისიდან შევა.

დღის ამბები