02 მაისი 2024,   19:13
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

საკოორდინაციო საბჭოს წევრი პოლიტიკური პარტიები, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით, დღეიდან მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები, საყოველთაო სახალხო განხილვის პარალელურად, რუსთაველის მეტროსთან საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებენ, სადაც განმარტებული იქნება ყველა ის ხარვეზი, რომელიც მათი თქმით, კონსტიტუციურ პროექტს აქვს.

დღის ბოლოს კი, 18:00 საათზე, მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმება.

საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას განხილვების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. 

„ვაწყობთ დიდ შეხვედრას საქართველოს მოქალაქეებთან თბილისში, სადაც კონკრეტულად იქნება დასახული საფრთხეები, რისკები და ჩვენს მიერ შემუშავებული ამ საფრთხეების გამორიცხვის და დაზღვევის მექანიზმები, რომელიც აუცილებელია, რომ საქართველოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ განახორციელოს იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მისცეს საშუალება ხელისუფლების ძალაუფლების სრული მონოპოლიზაციისა,“ - განაცხადა სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარემ ნიკა მაჭუტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები