27 აპრილი 2024,   05:42
ვრცლად
ოპოზიციამ კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვის პარალელურად მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

კამპანია დაიცავი კონსტიტუციაში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა საყოველთაო სახალხო განხილვის პარალელურად, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ წუთებში რიყეზე მოქალაქეებს ხვდებიან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ქართული ოცნება აღნიშნული კონსტიტუციით ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებას აპირებს.

„ამ ცვლილებებით, ქართული ოცნება, რომელიც ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც მხარს უჭერს ამ პროექტს, ცდილობს, რომ თავისი ხელისუფლებაში ყოფნა, რაც შეიძლება გაიხანგრძლივოს, დაახლოებით 2030 წლამდე,“ - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საზოგადოების გადასაწყვეტია დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდათ ცხოვრება თუ არა.

„დღეს ფაქტობრივად მცდელობა არის იმის, რომ არჩევნები დამთავრდეს საქართველოში, გაიფორმონ ხელისულება სამუდამოდ. ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამოუვათ ეს საქართველოში, მაგრამ ეს მცდელობა არის და ეს აუცილებლად უნდა შეაჩეროს დღესვე საქართველოს მოქალაქეებმა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ კონსტიტუციის ახალ ვარიანტს არ ემხრობიან, საკონსტიტუციო კომისიის მიერ ორგანიზებული საერთო სახალხო განხილვების პარალელურად საყოველთაო განხილვების დამოუკიდებლად ჩატარებას სხვადასხვა რეგიონში გეგმავენ.

დღის ამბები