27 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
შეხვედრები ევროკომისართან და საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, დეოკუპაციაზე, "რუსთავი 2"-სა და სასამართლოს პრობლემებზე

თბილისში მყოფმა ევროკომისარმა ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. იოჰანეს ჰანს დღეს დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და ხელისუფლების ყველა შტოს პირველ პირს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისრის შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. ევროკომისარი გიორგი კვირიკაშვილს ამ საკითხზე საზოგადოებასთან აქტიური დიალოგისკენ მოუწოდებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებას ურჩევს.

პრეზიდენტთან შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში განხილვის თემები საქართველოს ევროპული პერსპექტივები, დეოკუპაცია, მომავალი სამიტი და საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

ქვეყნის მთავარი კანონის გარდა, ევროკომისართან პარტიების წარმომადგენლებმა, ქვეყანაში მედია გარემოს, რუსთავი 2-ის და სასამართლოს საკითხებიც დააყენეს.

იოჰანეს ჰანმა დღეს ერთ-ერთი პირველი ოფიციალური შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა, თუმცა განსახილველი საკითხები მედიისთვის არ გახმაურებულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები