05 მაისი 2024,   01:52
ვრცლად
მაკრონი თუ ლე პენი - საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, სადაც ქვეყნის მოქალაქეებმა ხმის მიცემა უკვე დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. უბნები რამდენიმე საათის წინ, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. ზოგიერთ დიდ ქალაქში კი უბნები 20:00 საათამდე იმუშავებს.

საფრანგეთის მოქალაქეები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ არჩევანს 39 წლის ემანუელ მაკრონსა და 48 წლის მარინ ლე პენს შორის აკეთებენ. კანდიდატები, რომლებიც მეორე ტურში 11 კანდიდატს შორის გამართული პირველი ტურის შემდეგ მოხვდნენ, მოქალაქეებს ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ხედვას სთავაზობენ საფრანგეთის შესახებ.

პარიზელების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ადგილი ევროპაშია.

„საფრანგეთს სჭირდება ადამიანი, ვინც ნორმალურ და ღია მომავალს უზრუნველყოფს. მას უნდა ჰქოდეს დღევანდელი მსოფლიოს სწორი და გლობალური ხედვა და იყოს გახსნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩემი აზრით ასეთი პიროვნება ემანუელ მაკრონია. საფრანგეთი უნდა იყოს გახსნილი ქვეყანა ევროპისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც და არა ჩაკეტილი, როგორც ამას მეორე კანდიდატი გვთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა უკან წავა და ხალხიც ერთმანეთს დაუპირისპირდება, საზოგადოება ორად გაიყოფა. ვერ წარმომიდგენია, რომ ხალხი გვერდით დაუდგება კანდიდატს, რომელიც ამდენ პრობლემას შეგვიქმნის,“ - აცხადებს ერთ-ერთი ამომრჩეველი.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნებში ემანუელ მაკრონი გაიმარჯვებს. მათი აზრით, ამის დამადასტურებელი ბოლო სატელევიზიო დებატებია.

„ემანუელ მაკრონი მოიგებს ამ არჩევნებს, ეს უდავოა. ეს არჩევნები არ არის მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნები, ეს ერთგვარი რეფერენდუმია საფრანგეთის ევროკავშირში დარჩენის საკითხზე, დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის უმრავლესობა, სულ მცირე 60 პროცენტი, ხმას მისცემს კანდიდატს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის შემადგენლობაში შეინარჩუნებს,“ - განაცხადა ლონდონის გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტის ვროპული კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჟაკ რელომ.

მარინ ლეპენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ემანუელ მაკრონი კი საკუთარ არჩევანს საარჩევნო უბანზე, ადგილობრივი დროით,  10:30-ზე გააკეთებს.

დღის ამბები