05 მაისი 2024,   00:42
ვრცლად
შეხვედრა ერგნეთში - ქართულმა მხარემ ცხინვალის ციხეში დატყვევებული 2 მოქალაქის საკითხი დააყენა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ინციდენტები განიხილეს. მთავარი საკითხი ადამიანების გატაცების ფაქტები იყო.

ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების გატაცების 9 ფაქტი დაფიქსირდა, ცხინვალის ციხეში ამ დრომდე 2 ადამიანი რჩება.

დღესვე, ტრადიციულად იმსჯელეს მავთულხლართების დემონტაჟისა და საგაზაფხულო სამუშაოების დროს ადგილობრივთა უსაფრთხოების საკითხებზე.

დღის ამბები