27 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
ეს შექმნის კრიზისს ქვეყანაში - ოთარ კახიძე კონსტიტუციის ახალ ვარიანტზე

პარლამენტის ფრაქცია ევროპულისაქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, საერთო საყოველთაო განხილვებზე შაბათის კურიერში საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი პარტიისთვის ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების არასწორი მხარეები გააცნონ.

„ილუზია არავის ჰქონია იმისა, რომ ჩვენი მონაწილეობიდან გამომდინარე მმართველი პარტია რაიმეს შეცვლიდა. ჩვენ დიალოგს ვაწარმოებთ ხალხთან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, ვენეციის კომისიასთან ინტენსიური კავშირი აქვთ და იმედოვნებს, რომ მმართელი გუნდი კომისიის დასკვნას მართლაც გაიზიარებს. მისი თქმით, ევროპული საქართველო ყველა ტრიბუნას გამოიყენებს საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად.

„დაუშვებელია ისეთი სარჩევნო სისტემის შექმნა, სადაც აიკრძალება ბლოკები, რომ პარტიები არ გაერთიანდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა გაიფანტოს და შემდგომ პირველზე გასულმა პარტიამ მიითვისოს ყველა ეს ხმა.  ჩვენ ამის შესახებ თუ არ ვესაუბრეთ ჩვენს ამომრჩეველს, თუ არ ავუხსნით საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ეს შექმნის კრიზისს ქვეყანაში და პასუხისმგებლიანი ოპოზიციის საქმე სწორედ ეს გახლავთ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

დღის ამბები