27 აპრილი 2024,   06:12
ვრცლად
მნიშვნელოვანია, ამაზე მკაცრი რეაგირება იყოს - ეკა გიგაური თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თავდასხმის ფაქტზე, რაშიც ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს, არასამთავრობო ორგანიზაციები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.  

ეკა გიგაურის თქმით, ზოგადად ოთარ ფარცხალაძის საქმიანობა არის შესასწავლი. 

„მნიშვნელოვანია ამაზე მკაცრი რეაგირება იყოს. თუ ასე არ მოხდება, ეს იქნება კონკრეტული გზავნილი დამოუკიდებელი უწყებების მიმართ, რომ ხმა არ ამოიღონ კონკრეტულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, საქმეზე გამოძიება დაწყებულიყო 353-ე მუხლით, რაც პოლიციელზე ან თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.  

ამავე თემაზე
დღის ამბები