27 აპრილი 2024,   01:04
ვრცლად
რუსთავში ხამურიანი განხილვა დასრულდა - ერთმანეთს თვითმმართველობის ყოფილი და მოქმედი თანამშრობლები დაუპირისპირდნენ

რუსთავში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაზე 5 საათიდან 2 საათი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო. დარბაზში არაერთი კრიტიკული შეკითხვა დაისვა სხვადასხვა პოლიტიკოსის მისამართით, ასევე იყო შეძახილები და რეპლიკები დამსწრეების მხრიდან.

განსაკუთრებული ხმაური რუსთავის ყოფილი მერის, პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრის, მამუკა ჩიქოვანის გამოსვლას მოჰყვა.

განხილვაზე დამსწრე ადამიანები მამუკა ჩიქოვანს, ფაქტობრივად, სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევდნენ. კამათი ყოფილ მერსა და თვითმმართველობის მოქმედ თანამშრომლებს შორის მოხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოების ნაწილი პოლიტიკოსების პასუხით კმაყოფილი იყო.

„რამდენჯერაც ავირჩიეთ, შვილო, იმდენჯერ გავაქციეთ. ახლა რომ გვყავს პრეზიდენტი, ავირჩიეთ კი არა, აგვარჩევინეს და ახლა მივცეთ საშუალება სხვას, ხალხის არჩევანმა არ გაამართლა,“ - განაცხადა სახალხო განხილვის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნაწილი კი განხილვის შედეგებით უკმაყოფილო იყო.

„აბსოლიტურად ვერ გავიგე, ეს იყო წყლის ნაყვა. მე ვუთხარი ვოლსკი, მდინარაძე და იმათთან არ მინდა ლაპარაკი, იმიტომ რომ 6 წელია გვპირდებიან და უარესობის მეტი არაფერი არაა,“ - განაცხადა სახალხო განხილვის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღის ამბები