27 აპრილი 2024,   05:42
ვრცლად
ვიცე-პრემიერმა „რუსთავი 2“ ფარცხალაძის სახლთან გადაღებული კადრების გამო გააკრიტიკა

საქართველოს მთავრობის წევრები სახელმწიფო აუდიტის სამსხურის ხელმძღვანელზე მომხდარი ძალადობის ფაქტს აფასებენ. მინისტრები დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიება ინცინდენტში მონაწილე შესაბამისი პირების ბრალეულობას გამოავლენს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, რუსთავი 2-ს ინფორმაციის მოპოვების მცდელობის გამო აკრიტიკებს.

„ვიცი, რომ რუსთავი 2 ცდილობს რომ მოიპოვოს პირადი ტერიტორიიდან ინფორმაცია და ამას არ მივესალმები, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ჩამოყალიბდა როგორც ნაციონალური მოძრაობის ინსტრუმენტი, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ასეთი მეთოდების გამოყენება,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.  

„საგამოძიებო უწყებები თვითონ გადაწყვეტენ ე.ი. როდის უნდა დაკითხონ. დარწმუნებული ვარ სიმართლე დადგინდება და ვინც რაზე აგებს პასუხს აუცილებლად მოეთხოვება,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმას აფასებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი და იმედოვნებს, რომ ინცინდენტში მონაწილე ყველა პასუხისმგებელი პირი პასუხს აგებს.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქმე იქნება გამოძიებული და პასუხს აგებს ყველა ის პირი, ვინც ამ ინცინდენტში თუ ჩხუბში მონაწილეობდა,“ - აცხადებს სოზარ სუბარი. 

დღის ამბები