27 აპრილი 2024,   03:08
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტი გლობალურ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს

რუსეთის პრეზიდენტი გლობალურ კიბერშეტევაზე, რომელიც მსოფლიოს 150 ქვეყანა დააზარალა, პასუხისმგებლობას შეერთებულ შტატებს აკისრებს. განცხადება რუსეთის ლიდერმა ჩინეთში ვიზიტის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

პუტინის თქმით, ვირუსი, რომელიც ჰაკერებმა გამოიყენეს, ამერიკის სპეცსამსახურების შექმნილია. ამერიკული სამთავრობო უწყებების შესაძლო ბრალზე საუბრობს კომპანია მაიკროსოფთის პრეზიდენტი ბრედ სმიტიც. მისი განცხადებით, შეერთებული შტატების უსაფრთხოების სააგენტოს ბაზა სათანადოდ დაცული არ იყო და ჰამერკებმა ვირუსის მოპარვა ამიტომ შეძლეს.

დღეს გაირკვა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ასობით დაზარალებულ დაწესებულებასა და კომპანიას შორის ავტომწარმოებელი რენოც აღმოჩნდა. 

 

დღის ამბები