02 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსია - "ენმ" მოსახლეობას გააცნობს

ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიის მოსახლეობისთვის გაცნობას იწყებს. დღეს შეხვედრა თბილისში გაიმართება. როგორც ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, პროგრამაში მთავარი პრიორიტეტები უმუშევრობა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.

პარტიის წევრების მტკიცებით, საარჩევნო პროგრამაში ცვლილებები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებითაც შევა.

„ეს შეეხება როგორც საცობებს, პარკინგს, დასაქმებას, ეკონომიკას, გაუთავებელ უკანონო მშენებლობებს. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განხილული იქნება ჩვენს მიერ თბილისელებთან ერთად,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები