27 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს

გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს, თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გაამახვილეს და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ზაკირ ჰასანოვმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ეს ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე სამმხრივ ურთიერთობის ფორმატში, გაძლიერდეს მომავალშიც, ჩვენს რეგიონში უსაფრთზოების და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრიც.

„ჩემს კოლეგასთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებს შევეხეთ. ორივე მხარემ აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მხარდაჭერილია და ეს მხარდაჭერა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მუდამ ფიქსირდება. ხვალ დაგეგმილია შეხვედრა სამმხრივ ფორმატში და თანამშრომლობის საკითხების განხილვა,“ - განაცხადა ზაკირ ჰასანოვმა.

დღის ამბები