02 მაისი 2024,   12:04
ვრცლად
ამ წუთებში თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

თურქეთის პრემიერმინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერს შეხვდაა. პრემიერმინისტრების პირისპირ საუბრის შემდეგ კი, ორი ქვეყნის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა დაიწყო, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს და რომელსაც თურქულ დელეგაციაში მყოფი ეკონომიკური ბლოკის მინისტრებიც დაესწრებიან.

 

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა თურქ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

"ეს არის ჩვენი მეორე შეხვედრა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები აქვთ. მზად ვართ, განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენ ხალხებს შორის თანამშრომლობას ეხება," - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა. 

თურქეთის პრემიერმა თავის საუბარში სამომავლოდ ურთიერთობების გამყარების მნიშვნელობაზე გაამახვია, ყურადღება. 

"ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა და როგორც უკვე აღნიშნეთ, გვექნება შესაძლებლობა ყოველგვარი აკრძალვების გარეშე ვისაუბროთ ყველა სფეროში ჩვენი ურთიერთობების გამყარებაზე," - აღნიშნა ბინალი ილდირიმა. 

 

დღის ამბები