27 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ე.წ. წინაპატიმრობაში აღარ იმყოფება

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ე.წ. წინაპატიმრობაში აღარ იმყოფება. გალში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტეს.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება უფრო მაღალი დონის შეხვედრებზე.

დღევანდელ შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში ე. წ. საზღვარზე გახშირებულ დაკავებებზეც იმსჯელეს, საუბარი შეეხო დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას საკითხსაც.

დღის ამბები