05 მაისი 2024,   05:05
ვრცლად
"ასეთი დიპლომატიური ნაბიჯებით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას" - გაეროში რეზოლუციას საქართველსო მთავრობის წევრები აფასებენ

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მხარდამჭერ რეზოლუციას გაეროს ასაბლეაზე 80-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. საქართველოს მიერ ინიცირებული დოკუმენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მე-9 გავიდა, ასეთ დოკუმენტს გაერო ყოველწლიურად იღებს. წელს რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა 4-ით გაიზარდა. რეზოლუციის მიღების აქტიური წინააღმდეგი იყო რუსეთის ფედერაცია, რომლის ელჩიც სხდომაზე ამტკიცებდა, რომ რეზოლუციის მიღება ჟენევის მოლაპარაკებებს საფრთხეს უქმნის. 

ნიუ-ორიკში მიღებულ რეზოლუციას აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე,

“ეს რეზოლუცია არის მკაფიო გამოხატულება თუ რამდენად აქტიურად დგას საქართველოს პრობლემატიკა  საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში, გაეროს ფარგლებში და რამდენად მზარდია ეს მხარდაჭერა საქართველოსადმი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციისადმი,“ - განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის, საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის თქმით, ასეთი დიპლომატიური ნაბიჯებით ქვეყანა აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

“თავიდან მხარდამჭერი იყო 14 ქვეყანა დღეს 80 მხარდამჭერია და 14 წინააღმდეგი. ის, რომ გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ  ასეთი დიპლომატიური ნაბიჯებით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას“ - განაცხადა  ფხალაძემ.

დღის ამბები