05 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
ქართული მართლმსაჯულება საერთაშორისო კომპანიების მიერ აღიქმება, როგორც არასანდო და კორუმპირებული - საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადება

საერთაშორისო სავაჭრო პალატა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართული მართლმსაჯულება საერთაშორისო კომპანიების მიერ აღიქმება, როგორც არასანდო და კორუმპირებული.

ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები არაფორმალური გავლენების მქონე მოსამართლეების ჯგუფზეც ამახვილებენ ყურადღებას და რეაგირებისთვის საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტში აცხადებენ, რომ სასამართლო კონკრეტული ბიზნესინტერესების შემთხვევაში არასამართლიან გადაწყვეტილებას იღებს.

„ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, მაგრამ ასევე მივმართავთ მთავრობას, რომ მიიღონ ყველა ღონე და ზომა იმისთვის, რომ დაიწყოს სწრაფი და ფუნდამენტური რეფორმა სასამრთლო სისტემაში. რიგ მოსამართლეებს აქვთ აღებული მთლიანი ძალაუფლება ამ სისტემაში და მათი ხელმძღვანელობით ხდება, ფაქტობრივად, ბიზნესის ჩაგვრა,“- აცხადებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტის წარმომადგენელი.

მიმართვას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უერთდებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ. ისინი პარლამენტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შეთავაზებას გეგმავენ.

ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა იკეტება და შესაძლებელი ხდება, რომ კლანური მართველობის პრინციპი დამკვიდრდეს. 

დღის ამბები