05 მაისი 2024,   02:31
ვრცლად
"ქართული საზოგადოება არ მიიღებს ერთპარტიულ კონსტიტუციას" - გიორგი მარგველაშვილი

ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესახებ მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა დასკვნითი კომუნიკეს პროექტი შეიმუშავეს. კომუნიკეში საუბარია უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა ახალი კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში აღმოჩნდება. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე ექსპერტებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორებს კონკრეტული რეკომენდაციებითაც მიმართეს. დისკუსიის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა.

“იმედი მაქვს, რომ მოხდება იმის გაგება, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური კონსენსუსი უნდა მოხდეს ამ თვალსაზრისით და ჩვენ უნდა მივიდეთ რაღაც საერთო შეთანხმებამდე. თუმცა დღევანდელი განცხადებები ჩემზე სამწუხაროდ ამის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ფორსირება ხდება დოკუმენტის მიღების, მაგრამ იმედი მაქვს ამის გააზრება მოხდება, თუნდაც იმიტომ, რომ თავიდანვე იყო მცდელობა რაღაც საკონსტიტუციო კომისიის შექმნის. თუ ასეთი იყო მიდგომა, რომ არავის მოსმენა არ იყო საჭირო, არც ექსპერტის, არც არცერთი პოლიტიკური პარტიის კონსენსუსი არ არის საჭირო, არავის მხარდაჭერა არ სჭირდება ამ დოკუმენტს, მაშინ ეს 4 თვე რისთვის იყო დახარჯული. ხომ შეიძლებოდა მარტივად აღებულიყო დოკუმენტი და პირდაპირ ყოფილიყო მისი კენჭისყრა. ამიტომ მგონია, რომ სადღაც ჩნდება და არის იმის გააზრება, რომ კონსენსუსი საჭიროა და ქართული საზოგადოება არ მიიღებს ერთპარტიულ კონსტიტუციას და დაუბრუნდება ამ საკითხების ანალიზს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

დღის ამბები