05 მაისი 2024,   06:20
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილს არაპროფესიონალი მრჩეველები ჰყავდა"- რევაზ არველაძე გაზის ტარიფის ზრდას ვარაუდობს

საპარლამენტო უმრავლესობაში ბუნებრივი აირის ტარიფის შესაძლო გაზრდაზე კომენტარს აკეთებენ. მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა ამ ეტაპზე გარდაუვალია. ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რევაზ არველაძემ განაცხადა. ქართული ოცნების წარმომადგენლები სემეკ-ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდებიან.  

„იმდენად ობიექტური აუცილებელია, რომ რთულია თავისთავად ცხადია, მაგრამ კარგი განმარტებები მაინც უნდა გააკეთონ მთავრობამაც. ახლა მე რომ ვლაპარაკობ ასევე და უფრო დეტალურად მარეგულირებელმა კომისიამაც, ენერგეტიკის სამინისტრომაც მოსახლეობას უნდა გააგებინოს, რომ ეს აბსოლუტურად არ არის ენერგეტიკის ხელმძღვანელობაზე. სწორედ 2012 წელს მე ძალიან ხშირად გამოვედი ტელევიზიითაც და პრესის სხვა საშუალებითაც, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს არაპროფესიონალი მრჩეველები ჰყავდა, რომ არასწორ პროგნოზებს აკეთებდნენ, არასწორ რჩევებს აძლევდნენ, რომ შესაძლებელი იყო გაზის ტარიფების შემცირება,“- განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რევაზ არველაძემ. 

წყალომამარგების კომპანიებმა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში სატარიფო განაცხადები შეიტანეს და ტარიფების გადახედვას ითხოვენ. ეს ეტაპი მანმადე გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა გაიარეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები