05 მაისი 2024,   04:24
ვრცლად
"ამ ფორმით საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება არ შეიძლება" - დავით რაქვიაშვილი

ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესახებ მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა დასკვნითი კომუნიკეს პროექტი შეიმუშავეს. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე ექსპერტებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორებს კონკრეტული რეკომენდაციებითაც მიმართეს.

“ამ ფორმით საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება არ შეიძლება, ვინაიდან ეს ცვლილებები დააზიანებს საქართველოს სუვერენული უსაფრთხოების სისტემას, სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს და ნეგატიურად აისახება საქართველოს არჩეულ გზაზე, ნატო-სკენ სწრაფვაში. აუცილებლად უნდა იყოს დამატებითი კონსულტაციები როგორც უსაფრთხოების ექსპერტებთან, ასევე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან,“ - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

მრგვალი მაგიდის წარმომადგენლები ალიანსთან თანამშრომლობისას შეუთავსებლად მიიჩნევენ კონსტიტუციაში რამდენიმე ჩანაწერს. მათ შორის არის ჩანაწერი, რომელიც ეხება სხვა შეიარაღებული ძალების. ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გააკეთა. 

“სამხედრო ძალების გარდა, ქვეყანაში არიან სხვა ლეგიტიმური ძალები, რომელთაც აქვთ შეიარაღება, რომელთა ნაწილი ომიანობის შემთხვევაში  გადმოდის თავდაცვის შესაბამისი ძალების დაქვემდებარებაში უბრალოდ აქ იყო ორი ასე ვთქვათ ლეგიტიმური შეიარაღებული ძალის დაფიქსირება კონსტიტუციის პროექტში. ბევრჯერ მოვისმინე, რომ თითქოს ეს ორი პროექტი ჰაერშია დარჩენილი, თუ თქვენ ჩახედავთ პროექტს იქ არის მითითებული გამოყენების დროს საფუძველი განსაზღვრულია კანონმდებლობით,“ -აღნიშნა ნუკრი გელაშვილმა.

დღის ამბები