05 მაისი 2024,   11:01
ვრცლად
ოპოზიცია ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდას გარდაუვლად მიიჩნევს

ოპოზიცია ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდას გარდაუვლად მიიჩნევს და მას ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ გაზზე გადასახადის ზრდა მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.

„ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა ტარიფების განახევრებას, ნაცვლად ამისა, ისინი ზრდიან ტარიფს, მათ ჩამოშალეს ეკონომიკა, დაანგრიეს საინვესტიციო გარემო, უპატრონოდ მიაგდეს ეროვნული ვალუტა, კორუფციული გარიგები გახდა მათ პირობებში პრიორიტეტული. ეს ყველაფერი საფუძველს უქმნის ტარიფის ზრდას. ეს მძიმედ დააწვება ჩვენს მოსახლეობას, მის ყოველდღიურ ცხოვრებას,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება ტარიფის შემცირების შესახებ ტყუილი იყო.

„ადამიანებს გაუჩინეს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი შემცირდება, რეალურად კი სექტორი კრიზის წინაშე დგას. ამას არჩევნებამდე იზამენ, თუ მერე, გარდაუვალია საბოლოო ჯამში ფასების ზრდა. ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდნენ პოლიტიკოსები, როგორ არ უნდა ატყუებდნენ პოლიტიკოსები მოსახლეობას, რაც უნდა დავასრულოთ,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები