05 მაისი 2024,   05:09
ვრცლად
"ჟენევის ფორმატისთვის ძირის გამოთხრა ძირითადად მოდის რუსეთის მხარისგან" - დავით სიხარულიძე

ექსპერტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მხარდამჭერ რეზოლუციას აფასებენ.

“ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს რეზოლუცია ასეთი დიდი მხარდაჭერით გავიდა. ეს გახლავთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა იმ რეგიონებში, რომლებიც ახლა რუსეთი ფედერაციას აქვს ოკუპირებული.  რაც შეეხება ჟენევის ფორმატს და მის ამასთან კავშირს, ჟენევის ფორმატისთვის ძირის გამოთხრა ძირითადად მოდის რუსეთის მხარისგან, “ - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის თქმით, რუსეთი ცდილობს იპოვოს სუსტი მხარეები და მთავარია რომ ჩვენ არ დავუთმოთ.

   

დღის ამბები