05 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
კლიმატის შეთანხმებიდან გასვლა - გერმანია, საფრანგეთი და იტალია ტრამპის გადაწყვეტილებას სამწუხარო ნაბიჯს უწოდებენ

გერმანია, საფრანგეთი და იტალია კლიმატის შეთანხმების გადახედვას გამორიცხავენ და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სამწუხარო ნაბიჯს უწოდებენ.

შეერთებული შტატების ლიდერმა პარიზის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ საგანგებო განცხადება თეთრ სახლში გააკეთა და აღნიშნა, რომ შეეცდება ახალ დოკუმენტზე მოლაპარაკების დაწყებას, რომელიც ამერიკელებისთვის უფრო სამართლიანი იქნება.

ტრამპის თქმით, არსებული დოკუმენტი ქვეყანას დრაკონულ ვალდებულებებს აკისრებს, სხვა ხელმომწერი სახელმწიფოები ამერიკელების ხარჯზე პრივილეგიებს იღებენ.

კლიმატის შეთანხმებიდან გასვლა მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოსთვის, რომელიც უკვე დატოვეს დისნეის შეფმა და ცნობილმა ინვესტორმა, ილონ მასკმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები