05 მაისი 2024,   03:02
ვრცლად
ფილიპინებში მომხდარი თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, ფილიპინების ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ თავდასხმა ტერორიზმს არ უკავშირდება.

მანილას პრესტიჟულ სასტუმროში მდებარე კაზინოში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი მაგიდებს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბოლო მონაცემით დაიღუპა 37 ადამიანი. თავდასხმელი შენობაში გარდაცვლილი იპოვეს, პოლიციის ცნობით ის კაზინოში ძარცვის მიზნით შეიჭრა.

დღის ამბები