05 მაისი 2024,   08:45
ვრცლად
შესაძლოა პატრიოტმა რუსმა ჰაკერებმა საკუთარი ინიციატივით განახორციელეს კიბერთავდასხმები - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ შესაძლოა პატრიოტმა რუსმა ჰაკერებმა საკუთარი ინიციატივით განახორციელეს კიბერთავდასხმები იმ ქვეყნებში, რომლებსაც დღეს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობები აქვთ. ამ თემაზე რუსეთის ლიდერმა სანქტ-პეტერბუკში ილაპარაკა. მას შეკითხვა დაუსვეს ახალ ბრალდებებზე, რომ მოსკოვმა შესაძლოა გერმანიის არჩევნებში ჩარევაც სცადოს.

ვლადიმერ პუტინმა კვლავ უარყო კიბერთვადსახმებთან კავშირი და ჰაკერები მხატვრებს შეადარა. მისი თქმით მხატვრებიც და ჰაკერებიც თავისუფალი სულის მქონე ადამიანები არიან, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც სურთ.

დღის ამბები