05 მაისი 2024,   02:29
ვრცლად
უმრავლესობა თბილისის მერის თანამდებობაზე კახა კალაძის კანდიდატურას მხარს უჭერს

კახი კალაძის კანდიდატურას მერის თანამდებობაზე უმრავლესობის წევრები მხარს უჭერენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ენერგეტიკის მინისტრის წარდგენაზე დედაქალაქის მერის კანდიდატად, კონსულტაციები ჯერ არ გამართულა, თუმცა კახი კალაძე მათთვის უკონკურენტოა. 

ამ თემაზე თავად ენერგეტიკის მინისტრი არ საუბრობს, თუმცა იმას, რომ მერად კენჭისყრის სურვილი თავად კალაძეს აქვს, ქართულ ოცნებაში არ მალავენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების კანდიდატი თბილისის მერის თანამდებობაზე კახი კალაძე იქნება, ოპოზიცურ პარტიებში არ გაგკვირვებიათ. ოპონენტები მოქმედ მერს ნეპოტიზმსა და კორუფციაში ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ თუ ნარმანიას კახი კალაძე შეცვლის, მდგომარეობა დედაქალაქში კიდევ უფრო დამძიმდება.

ვიდრე ქართულ ოცნებაში მერობის კანდიდატზე საბოლოოდ შეთანხმდებიან, კახი კალაძის გარდა, მედიაში სხვა გვარებიც სახელდება, მათ შორის გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაც. ქართული ოცნება კანდიდატის ვინაობას სავარაუდოდ თვის ბოლოს დაასახელებს.

დღის ამბები