05 მაისი 2024,   05:02
ვრცლად
პრეზიდენტის მკაცრი განცხადება - მარგველაშვილი თორდია-ფარცხალაძის საქმის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი გენერალურ აუდიტორ, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხლაძეს, შორის მომხდარი ინციდენტის დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ სკანდალის გადაფარვას ხელისუფლება სხვადასხვა PR მეთოდით ცდილობს. განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ლაშა ლაშა თორდიასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ყოფილი მთავარი პროკურორის საქმის შეფასებისას დღეს კრიტიკული იყო სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილი შესაბამისი უწყებების ფუნქციონირების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს.

პრეზიდენტის განცხადებებს მმართველი გუნდის ნაწილი შეცვლილი რიტორიკით პასუხობს. ოპოზიციის მსგავსად, თამარ ჩუგოშვილი საკითხზე მსჯელობის გადატანას პარლამენტში ითხოვს, ნაწილი კი გამოძიების დასრულებას ელოდება. ოპოზიციას ფარცხალაძის საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს. 

ყოფილ მთავარ პროკურორსა და გენერალურ აუდიტორს შორის ინციდენტი 12 მაისს შარდენის ქუჩაზე მოხდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები