05 მაისი 2024,   08:21
ვრცლად
გაერომ რუსეთის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

80 ქვეყნის მხარდაჭერით გაერომ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია რუსეთის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო. რუსეთის ელჩი კენჭისყრის შემდეგაც არწმუნებდა კოლეგებს, რომ ამ რეზოლუციის მიღებით საფრთხე ჟენევის ფორმატის ეფექტურობას შეექმნებოდა.

რუსეთისგან განსხვავებით უკრაინის, ლიტვის, კანადისა და დიდი ბრიტანეთს წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ რეზოლუცია ჰუმანიტარულ ნორმებს ეხებოდა და არა პოლიტიკურ საკითხებს, რომელთა დაკავშირებასაც ასე აქტიურად ცდილობდა რუსეთს ელჩი. რეზოლუციის მხარდამჭერისთვის არგუმენტები გაეროში საქართველოს ელჩმა წარმოადგინა.

რეზოლუცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილის სტატუსს ეხება და ყოველწლიურად იმეორებს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში ძალისმიერი გზის შედეგად მიღებული დემოგრაფიული ცვლილელები დასაგმობია. წელს მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი წინა წელთან შედარებით 4 -ით გაზარდა, თავი 64-ის ნაცვლად 61-მა შეიკავა, 14 ქვეყანამ კი ხმა წინააღმდეგ მისცა. მათ შორის რუსეთთან, სირიასთან, კუბასთან ერთად სომხეთი და ბელორისიაც იყო.

გაეროს გენერალური ასამბლეის 71 სესიის მიერ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა გააუმჯობესოს.

დღის ამბები