05 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
გაუქმებული უშიშროების საბჭო, ხელისუფლების შტოებს შორის დარღვეული ბალანსი - სპეციალისტები ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი ძალის მიერ შეთავაზებული კონსტიტუციის პროექტის დამტკიცების მიზნით, პროცესების ხელოვნურად დაჩქარებაზე საუბრობს. გიორგი მარგველაშვილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების საკითხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

შემოთავაზებული ცვლილებებით, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მოსალოდნელ დაზიანებაზე დღეს განცხადებები გაკეთდა. შეხვედრაზე უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად რამდენიმე მიმართულებით არსებულ რისკებს განიხილავდნენ. მათ კომუნიკეს პროექტიც შეიმუშავეს.

ფიქტიური მთავარსარდლის ინსტიტუტი, გაუქმებული უშიშროების საბჭო, ხელისუფლების შტოებს შორის დარღვეული ბალანსი და კონსტიტუციაში სხვა შეიარაღებული ძალების შესახებ ახალი ჩანაწერი - სპეციალისტები ამ და სხვა ცვლილებების გამო უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით შეთავაზებულ ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ და სტრატეგიულ პარტნიორებთან დაუყოვნებლივ კონსულტაციას ითხოვენ.

პრეზიდენტის, ექსპერტების და სპეციალისტების კრიტიკა დღეს მხოლოდ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოისმინა. სხვა შეირაღებულ ძალებთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველი შესაძლებლობების გაჩენას ნუკრი გელაშვილი არ ადასტურებს.

დღის ამბები