05 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
ტარიფის ზრდა გაზზე - სემეკი გადაწყვეტილებას უახლოეს 2 კვირაში მიიღებს

გაზზე ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რევაზ არველაძე გარდაუვლად მიიჩნევს.

არველაძე ბუნებრივი აირზე ტარიფის მატებას ლარის გაუფასურებისა და გამანაწილებელი კომპანიების მიერ წლების მანძილზე განხორციელებული ინვესტიციების გამო პროგნოზირებს.

ბუნებრივი აირის ტარიფის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია უახლოეს ორ კვირაში მიიღებს. სემეკმა 4 სატარიფო განაცხადი უკვე განიხილა. რამდენით გაიზრდება სამომხმარებლო ტარიფი ბუნებრივ აირზე, სემეკის ხელმძღვანელი წინაწარი პროგნოზისგან თავს იკავებს.

ენერგეტიკოსების თქმით კი, ბუნებრივი აირზე ტარიფის ზრდა თბილისსა და რეგიონებშიც გარდაუვალია, თუმცა ისინი რეგიონებში დედაქალაქთან შედარებით, ტარიფის მაღალ ფასს ელოდებიან, რადგან მასში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ხარჯებიც არის ასახული.

ოპოზიცია მმართველ გუნდს მოსახლეობისთვის არასწორი მოლოდინის შექმნის გამო აკრიტიკებს.

სემეკში სატარიფო განაცხადების გეგმიურ წარდგენას წლის ბოლოს წყალმომარაგების კომპანიები აპირებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები