27 აპრილი 2024,   09:26
ვრცლად
კავშირი აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გათავისუფლებასა და ბათუმის მოვლენებს შორის - შეფასებები

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტი ამ დროისთვის ვაკანტურია. შინაგან საქმეთა სამინისტრო კახა ბუხრაძის გათავისუფლების მიზეზად მისი როტაციის პრინციპით შეცვლას ასახელებს. თუმცა, უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი ბათუმში 11-12 მარტს მომხდარ არეულობებს შეეწირა.

ბათუმის მოვლენების გამო დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის ადვოკატი, თენგიზ კახიძე, აცხადებს, რომ კახა ბუხრაძე თანამდებობიდან წასასვლელად მომხდარიდან მეორე დღესვე მზად იყო, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ის ამ დრომდე დარჩა, რათა მომიტინგეების წინაშე სამართალდამცველებს სისუსტე არ გამოეჩინათ.

ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი, პაატა შავაძე, აცხადებს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი, კახა ბუხრაძეა, დამნაშავე.

მმართველი გუნდი კი კახა ბუხრაძის გათავისუფლებასა და ბათუმში მომხდარი მოვლენების ერთმანეთთან კავშირს გამორიცხავს.

თუმცა, პირად საუბრებში ძალოვან უწყებაში უმრავლესობის ვერსიას ადასტურებენ და საუბრობენ რომ აჭარის საპატრულო პოლიციის სკანდალური უფროსი როტაციის პრინციპით შეიცვალა და ის ქვემო ქართლის განყოფილებას უხელმძღვანელებს. ცნობილია ისიც რომ ბუხრაძის ადგილს რუსთავის საპატრულო პოლიციიის უფროსი ლევან მაისურაძე დაიკავებს.

 

 

ავტორი: თეა ვარშალომიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები