27 აპრილი 2024,   11:28
ვრცლად
მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება და რუსეთის მუქარა

ნატოს შტაბბინაში ახალი, 29-ე წევრის, მონტენეგროს, დროშის აღსამართად ემზადებიან. საზეიმო ცერემონია ხვალ გაიმართება.

ოფიციალური წევრობის მიუხედავად, რუსეთი მონტენეგროს ემუქრება. ლავროვის უწყება პოდგორიცას რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდასა და მოსახლეობაში ანტირუსული განწყობის შექმნაშიც ადანაშაულებს.

რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაფართოებას განაგრძობს. მონტენეგრო ოფიციალური წევრი გუშინ გახდა. ვაშინგტონის ხელშეკრულების თანახმად, ტრადიციული პროცედურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ჩატარდა, რომელსაც მონტენეგროს პრემიერი, დუშკო მარკოვიჩი და ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები