27 აპრილი 2024,   11:09
ვრცლად
თქვენი გადასაწყვეტია, ან ვაგრძელებთ ან მე მარტივად შემიძლია, დავტოვო ეს გადაცემა - შალვა ხუციშვილის ულტიმატუმი ჟურნალისტებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელსაც გადაცემა არჩევანში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხზე უნდა ესაუბრა, სტუდიაში სტუმრების და გადაცემის წამყვანის პროტესტი დაიწუნა და სტუდია ულტიმატუმით დატოვა.

მან გადაცემის წამყვანს და ჟურნალისტებს მიმართა, რომ ან ისინი ტომრებს მოიხსნიდნენ, რომელიც მათ პერფორმანსისთვის ეკეთათ, რადგან ის თავს უხეხულად გრძნობდა, ან დატოვებდა სტუდიას.    

ჟურნალისტები და მედიამკვლევარები გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესაძლო გატაცების ფაქტს თავზე ტომარის ჩამოფარებით აპროტესტებენ.

„მე ვფიქრობ, ჩვენი საუბრის მიზანია, რომ საქმიანად დამატებითი დეტალები მოგაწოდოთ. მე პერფორმანსში მონაწილეობის არანაირი ხასიათი არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ფორმატში საუბარი არ იქნება მიზანშეწონილი,“ - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ მინისტრის მოადგილეს განუმარტა, რომ გადაცემაში დებატები აბსოლუტურად ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და კითხვებიც საქმეს შეეხება, თუმცა გადაცემას თავზე ტომარაჩამოფარულებული წაიყვანს.

„გიყურებთ თავზე ტომარაჩამოფარებულს, თქვენი გადასაწყვეტია, ან ვაგრძელებთ და მოისმენთ ინფორმაციას, ან მე მარტივად შემიძლია, რომ დავტოვო ეს გადაცემა,“ - განაცხადა ხუციშვილმა.

იქიდან გამომდინარე, რომ წამყვანმა საკუთარი გადაწყვეტილება არ შეცვალა, შალვა ხუციშვილმა საბოლოოდ გადაცემა დატოვა.  

დღის ამბები