27 აპრილი 2024,   10:21
ვრცლად
ეტყობა, თქვენ სხვა რამეზე ფიქრობდით, როდესაც მე პასუხი გაგეცით - არჩილ თალაკვაძე ეკა კვესიტაძეს

გადაცემა არჩევანში ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესაძლო გატაცების შესახებ უმრავლესობის წევრს, არჩილ თალაკვაძეს, კითხვა დაუსვა, რომელიც სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას ეხება.

კითხვასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ვიდეოკადრები უკვე ამოღებულია, თუმცა ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ არჩილ თალაკვაძეს განუცხადა, რომ ამის არ სჯერა.

„რაც შეეხება მჯერა-არმჯერას, მე მინდა, გითხრათ, პირიქით, მე არ მჯერა თქვენი," - მიმართა თალაკვაძემ კვესიტაძეს.

კითხვასთან დაკავშირებით კი განაცხადა, „ეტყობა, თქვენ სხვა რამეზე ფიქრობდით, როდესაც მე პასუხი გაგეცით. გითხარით, რომ სასამართლო განჩინებებით, 30-ზე მეტი კამერის ჩანაწერები არის ამოღებული“.

 

დღის ამბები