27 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
ნებისმიერი მითი იმისა, რომ საქართველოში მოქალაქეები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, დანგრეულია - გიორგი მშვენიერაძე

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, აცხადებს, რომ არა აქვს იმის მოლოდინი, რომ გამოძიების შედეგები უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც დღეს არის საზოგადოებაში.

განცხადება მშვენიერაძემ გადაცემა არჩევანში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესაძლო გატაცების შესახებ საუბრისას გააკეთა.

ის აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესაძლო გატაცების ფაქტის გახმაურების შემდეგ, ხელისუფლებამ მომხდარი მოვლენის „გაუბრალოება“ დაიწყო და შეეცადა, საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე ყოფილიყო გადატანილი.

მშვენიერაძე ამბობს, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, უნდა იყოს დაცული. აფგან მუხთარლიც ისევე თანასწორად უნდა ყოფილიყო დაცული ხელისუფლების მიერ, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა იყოს დაცული.

„ნებისმიერი მითი იმისა, რომ საქართველოში მოქალაქეები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, დანგრეულია ამ კონკრეტული ფაქტით,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ და დასძინა, რომ მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

დღის ამბები