05 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
"საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცა ორღობის კანტორად“ - საპროტესტო აქციას ოპოზიციაც შეუერთდა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას, სადაც არხზე გადაცემების დახურვას აპროტესტებენ, პოლიტიკოსები შეუერთდნენ. ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავისუფალი სიტყვა შეზღუდოს.

„ამ ადამიანებს რომ ვუსმენ, ერთადერთი რა აზრიც მრჩება, არის, რომ საერთოდ არ ესმით, რას ნიშნავს იდეა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს რეფორმა მიმართულია იდეა - საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ,“- განაცხადა თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ.

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ირღვევა კანონი, რადგან მე-16 მუხლი ავალდებულებს მაუწყებელს, რომ ეთერის 25% დაუთმოს სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქციას.

ახალი საქართველოს თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცა „ჩვეულებრივ ორღობის კანტორად“. 

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე მედია მკვლევარები და ჟურნალისტები იმყოფებიან.  

ამავე თემაზე
დღის ამბები